ჩემი ტრანს-დისციპლინარული სახელოვნებო პრაქტიკა კულტურას სოციალური ცვლილების მთავარ კატალიზატორად მოიაზრებს.
მე ვქმნი სივრცეს და იმერსიულ ინსტალაციებს, რომლებიც კოვიდამდელ პერიოდში სოციალურ სკულპტურებად გარდაიქმნებოდა იქ, სადაც საზოგადოებრივი ღონისძიებები იმართებოდა, როგორიცაა ვახშამი და საცეკვაო წვეულებები. ამ პროცესში კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ კანონიკურობას, და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ იდენტობის კონსტრუქციას, რეპრეზენტაციას და არქივაციას. ეს ინსტალაციები ფოლადის მოდულური სტრუქტურებია, და ფუნქციონირებენ როგორც თვითკმარი საგამოფენო სისტემები მხატვრობის, გობელენის, ფარდების, ობიექტებისა და ნეონებისთვის. იმის გამო, რომ პანდემიამ სოციალური, საერთო შეკრებები/გამოცდილებები შეუძლებელი გახადა, ჩემი მიზანი ხელოვნების კეთებისას ცოდნის შექმნა და გადაცემა გახდა. ჩემი მოტივაციაა გამოვეყო სამყაროს ხედვის, ინტერპრეტაციის და წარდგენის დასავლურ, საყოველთაოდ ქცეულ ფორმებს. ნორმატიულად, ქართული აღზრდის მქონე გეი კაცად აღქმისგან ტრანზიციის პროცესში, საკუთარ თავს ვიღებ როგორც ქვიარ ადამიანი ევრაზიიდან და ამავდროულად კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ საკუთარ ადგილსა და როლს გლობალიზირებულ სამყაროში.
ქვიარობა, ქცევის მახასიათებლები, ინტერსექციულობა, ენა და ეკოლოგია ჩემი ამჟამინდელი ჩარჩოა. ამ კონტექსტებში ხელახლა ვსტუმრობ ჩემი ბავშვობის ყველაზე ინტიმურ გარემოებს - ოთახებს, გადატვირთული ორნამენტებიანი შპალერით და ფილებით, სადაც ჩემი ადრეული ტრავმები და ცნობისმოყვარეობა ჩამოყალიბდა. მთავარ შემოქმედებით სტრატეგიად „ილუსტრირების“ მაგიერ „განსახიერებას“ ვიყენებ. ვქმნი „ოთახებს“ როგორც ფსიქოლოგიურ სცენარებს, რომელთა განცდაც ორ-გამოსახულებიან სურათებად, გარემო სივრცედ, საჯარო სკულპტურებად და VR ინსტალაციებადაა შესაძლებელი. ამგვარად პირადი და ისტორიული მეხსიერება, ტრავმა, ჩაშლილია გამოცდილებად, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია „მე“-ს მოშუშება და ხელახლა აგება.
ჩემი პრაქტიკის ყოველი ახალი ნაბიჯი არა-სახელოვნებო ტექნიკებისა და მასალების აღმოჩენით იწყება, რაც ჩემი აზრით ყველაზე კარგად განასახიერებს იმ საკითხებს რაც მაინტერესებს. ბოლო 5 წლის მანძილზე ფლუიდურობის იდეის და აწმყოს მოხელთების შეუძლებლობაზე საუბრისას, ვცადე ინდუსტრიული საღებავი (თხევადი სარკე) როგორც გამოსახულების ამრეკლავ ზედაპირებად ქცევის საშუალება.
ამჟამად ჩემი კონცეპტუალური სამიზნე ადამიანის გონების მიკრობიოლოგიური და ფსიქოლოგიური საფუძვლები, ჩვენი ქცევების მოდულარული ბუნება და ყველა ცოცხალი ორგანიზმის ურთიერთკავშირი/თანაზიარობაა. ამ თემებზე სასაუბროდ დავიწყე ბუნებრივი ლატექსის გამოყენება, რომელიც უმეტესად სამედიცინო და ეროტიკული მიზნებით მოიხმარება, ასევე სხვადასხვა ფოლადის ფირფიტების, როგორც გამოსახულების ფუნდამენტის. ეს მოდულარული და განმეორებადი სურათები შთაგონებულია ქართული ანბანით და ჩემი ბავშვობისდროინდელი ყვავილების გამოსახულებებით და მონოტიპითა და სერიგრაფიით გადაიტანება.