ქართველი კურატორი და არტისტია, მუშაობს სხვადასხვა მედიუმებში: ინსტალაცია, ვიდეო არტი და პერფორმანსი.
წევრია სახელოვნებო დუეტის ლაშა ყაბანაშვილთან ერთად და ქმნიან ნამუშევრებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: თანამედროვე სამომხმარებლო საზოგადოება; კაპიტალიზმი; მეცნიერება და მათი ურთიერთობა ერთმანეთთან; ციფრული ერა და პოსტ-ჰუმანიზმი; ქვიარ თეორია; კიბერფემინიზმი; დასავლურ დისკურსზე დაფუძნებული თანამედროვე მითოსი და რიტუალები.
დუო დაინტერესებულია პოსტმოდერნიზმით და მათი ნამუშევრები ძირითადად ეფუძნება ბინარული პრინციპების მსხვრევასა და არაბინარული მულტიმედია ენის შექმნის მცდელობას.