უტა ბექაია

უტა ბექაია საქართველოში დაბადებული (1974) მულტიმედია ხელოვანია, რომელიც ამჟამად თბილისსა და ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მან დაამთავრა თბილისის მცირე აკადემია, ინდუსტრიული დიზაინის განხრით. მისი დებიუტი AMA -  ავანგარდული მოდის ასამბლეა სკულპტურული პერფორმანსით შედგა. უტა ქმნის ინსტალაციებსა და პერფორმანსებს, რომელშიც იკვლევს საკუთარ კულტურულ წარსულს, გენეტიკურ კოდს და სამყაროს ციკლებს. უტა არის ART OMI, New York -ის რეზიდენტი არტისტი.

ლევან მინდიაშვილთან ერთად ჩამოაყალიბა დუეტი ბექაია+მინდიაშვილი, მათ რამდენიმე პროექტს შორისაა: „ღამის ინტერვენცია“ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი; და „უნებლიე არქეოლოგია“  The lodge Gallery, ნიუ იორკი. მის გამოფენებს შორისაა: კიევის მე3 ბიენალე, არტისტერიუმი 2015, პოპიაშვილი ღვაბერიძე Window Project, The Vasquez Building, ბრუკლინი, და პერფორმანსები: “41o” არტ ვილა გარიყულა;  თბილისობის ფესტივალი, “Vestiphobia”, Ideal Glass, ნიუ-იორკი; “Fua Sia Tata Sia”, მოძრაობის თეატრი, “ბერიკაობა” თბილისი-სთვის; 

უტა ბექაია მრავალ სახელოვნებო მედიუმს იყენებს, ქმნის კოსტიუმ-სკულპტურებს, პერფორმანსებს და ვიდეოებს, რომლებშიც დისციპლინარული საზღვრები იშლება და კულტურული მახასიათებლები მის პირად ხედვაში ერთიანდება. კარიერის დასაწყისში მოდისა და ტანსაცმლის შექმნის მედიუმებში გამოცდილება ადამიანის სხეულთან მიახლოების და პერფორმანსში სრულიად გადაშვების მთავარ საშუალებად გარდაქმნა. უძველესი მითოლოგიებიდან, ზღაპრებიდან, იტალიური ბაროკოსა და ქართული დადა-ს შთაგონებით უტა ქმნის მხატვრულ, სკულპტურულ კოსტიუმებს, ხელახლა იგონებს და დგამს დიდი ხნის წინ დავიწყებულ, აქამდე აღუწერელ რიტუალებს. საზოგადოებრივი მეხსიერების გენეტიკური გადაცემის რწმენით, უტა ცდილობს კავშირი აღადგინოს უძველეს ცოდნებთან და მათ ახალი მნიშვნელობა და საკუთარი გამოცდილებები შემატოს.

უტა ბექაია