“ობი ვრცელდება ნესტიან და ბნელ ადგილებში. ის ბიოსფეროს ეკოლოგიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ნებისმიერი ორგანული მატერიის გახრწნით ის ახალ ნიადაგს ქმნის” მსგავსად მუშაობს კონტრკულტურაც, რომელიც კულტურით იკვებება, მაგრამ პატარა აფეთქებებით ნაპრალებს აჩენს მასში. ბიოსფეროში სოკოს განსაკუთრებული როლი უჭირავს, ის არც ცხოველთა და არც მცენარეთა სამყაროს მიეკუთვნება. 

სოკო ცალკე სამეფოს წარმოადგენს. ჩვენც სოკოს მსგავსად ბოლომდე არ ვეთავსებით სოციალურ და კულტურულ ნორმებს. ჩვენც ვრცელდებით ყველგან სადაც შევაღწევთ. მიტოვებულ, ბნელ ადგილებში, ასევე მდიდრულ დარბაზებში რომელთა საძირკველი იხრწნება, მაგრამ არ ჩანს. რადიაციაც კი, რომელიც მომაკვდინებელია ცოცხალი სამყაროსთვის, საკვებია ჩვენთვის. ჩვენ საწამლავით, ტოქსიკური ნარჩენებით ვიკვებებით და ვიზრდებით. 

ჩვენი გამრავლება შეუქცევადი პროცესია. სოკოს მსგავსად ჩვენ ზედაპირზე ხშირად არ ვჩნდებით, მაგრამ კან ქვეშ ვაღწევთ და ინტოქსიკაციას ვიწვევთ. ჩვენ ყველას ჩვენი ჰაბიტაციის წესები გვაქვს, სხვადასხვა ენაზე ვმეტყველებთ, მაგრამ მაინც ერთი სოკოს სამეფო ვართ, რომლის ამოცანაც მიღებულ ჩარჩოებში არსებულის დესტრუქციაა. რომელიც ჩანს რომ მყარად დგას, მაგრამ სინამდვილეში შიგნიდან ლპება